კონკურსი გამოცხადდეს თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N18 თსუ მე-8 კორპ. IV სართ. (11:00-დან - 16:00 საათამდე). ასევე ელექტრონულ მისამართზე: contact.icege@gmail.com. ტელ: 599 400 728
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: ბრძ.N23/01-01 - 5,02,2026 წ.